დღეს ბრაზილიის პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გადაწყვეტს

ბრაზილიის ქვედა პალატის სხდომა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი გადაწყდება, დღეს, თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება. იმისათვის, რომ საკითხი სენატში (უმაღლეს პალატაში) მოხვდეს, მან ქვედა პალატაში დეპუტატების 342 ხმა უნდა მოაგროვოს, რაც საერთო რაოდენობის ორი მესამედია.
დღეს მთელს ბრაზილიაში ფართომასშტაბურ დემონსტრაციებს ელოდებიან. ასობით შეიარაღებული პოლიციელი მობილიზებულია ქვეყნის დედაქალაქში, სადაც პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ორმეტრიანი კედლით გამიჯნეს.
პრეზიდენტ დილმა რუსეფს ქვეყნის რეალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაში ედება ბრალი.

banner
წინა სტატიაშილონდონში მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა
შემდეგი სტატიარომის პაპმა ლესბოსიდან 12 სირიელი ლტოლვილი თან წაიყვანა