ბრაზილიის ციხეში ამბოხებულებმა სამ პატიმას თავი მოკვეთეს

ბრაზილიაში, ერთი კვირის მანძილზე, უკვე მესამე ამბოხება მოხდა ციხეში. პატიმრებმა, ქალაქ ნატალის ციხეში ბუნტი მოაწყვეს. პოლიციის მონაცემებით, ამბოხებისას მინიმუმ სამ ადამიანს მოკვეთეს თავი პატიმრებმა.
“გარდაცვლილები ბევრია, მაგრამ , ახლა, უბრალოდ ციხეში მოხვედრა არ შეგვიძლია” – პოლიციის მაიორმა ველინგტონ კამილომ თქვა, რომელიც რიუ-გრანდი-დუ-ნორტის შტატში პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელია. მან, ასევე, აღნიშნა, რომ გაქცევა ვერავინ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში ამაზონას შტატის ერთ-ერთ ციხეში მომხდარ ბუნტს 100-მდე პატიმარი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიმეი სამშაბათს “ბრეკსიტის” გეგმას გაასაჯაროვებს
შემდეგი სტატიაპარიზში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების აღდგენის გზებს ეძებენ