ბრაზილიელი მსახიობი დომინგოს მონტანერი მდინარეში დაიხრჩო

ator-domingos-montagner

ბრაზილიელი მსახიობი დომინგოს მონტანიერი, მდინარეში ისე დაიხრჩო, რომ მის განწირულ ყვირილს არავინ გამოეხმაურა, რადგან შემსწრეებს სერიალის მორიგი სცენა ეგონათ.

სინამდვილეში ბრაზილიელმა მსახიობმა მონტანიერიმ და მისმა ერთმა კოლეგამ, ბრაზილიის შტატ სერჟილში, სერიალის ,,Velho Chico,, (მოხუცი ჩიკო) სცენების გადაღებებს შორის შესვენებისას, გადასაღები მოედნის ახლოს მდინარე სან-ფრანცისკუში ბანაობა გადაწყვიტეს, რომლის დროსაც ძლიერმა დინებამ მონტენიერი წაიღო… მსახიობი საშველად უხმობდა ნაპირთან ახლოს მყოფ ხალხს, თუმცა მათ ეს ამბავი სერიალის მორიგი ეპიზოდი ეგონათ და ამიტომ საშველად არავის გაუწევია. მონტენიერის დამხრჩვალი სხეული მაშველებმა 4 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნაპირზე.

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიექსპერტები: ვან გოგი ფსიქოზით იტანჯებოდა
შემდეგი სტატიარუსეთში სტალინის ძეგლს წითელი საღებავი გადაასხეს