ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, პრემიერი “ბათუმის წყლის” დირექტორის გადადგომას მოითხოვს

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, მეტი თავმდაბლობა გამოიჩინონ, როდესაც საჯარო სივრცეში იმყოფებიან.

„მინდა გამოვეხმაურო ერთ საკითხს, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში ინფორმაცია გავრცელდა და შემდეგ, მე მოვიკითხე ეს საკითხი – თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის წყალის ხელმძღვანელის საკითხი და გარკვეული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეკამათების შედეგად, მოხდა ერთ-ერთი კვების ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა. მინდა, რომ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს ვთხოვო, მაქსიმალურად დეტალურად გავერკვეთ ამ საკითხში და საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი. თუ ეს საკითხი დადასტურდება და მე მინდა, რომ ძალიან დეტალებში გაერკვეთ ამ საკითხში, მინდა, რომ ამ პიროვნებამ სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა. აუტანელია და ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ იმისათვის, რომ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილონ. თუ ეს საკითხი დადასტურდება და მე მინდა, რომ სიმართლეში გავერკვეთ, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება. მე არ ვიცი ეს შესაძლოა, იყოს უსაფუძვლო ბრალდება, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას და მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენ თანამოქალაქეებს და არ უნდა მივცეთ საბაბი არავის, რომ ასეთი ტიპის კრიტიკა ისმოდეს საჯარო მოხელეების მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის წყლის დირექტორს, ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში, რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა სავარაუდოდ, დღეს გაგრძელდება
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა”