ბრაიზა – „რუსთავი 2“–ზე: “ეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს იმიჯისთვის მიყენებული დარტყმაა“

დიპლომატი და ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა - აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას „ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს დემოკრატიული სისტემის იმიჯზე დარტყმად“ აფასებს.

როგორც ბრაიზამ „აქცენტთან“ საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული ნაბიჯი „ქართული სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომას შეზღუდავს“.

„ვეთანხმები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ „რუსთავი 2“– ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი ქართული სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომას შეზღუდავს. ამასთან, ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მალევე მოჰყვა, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს დემოკრატიული სისტემის იმიჯზე მიყენებული დარტყმაა“, – ფიქრობს ბრაიზა და დასძენს, რომ „ტრანსატლანტიკური საზოგადოება იმ ქვეყნების ჯგუფის ერთობლიობაა, რომელთა აქტიური მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის შეანრჩუნებისთვის გადამწყვეტია“.

წყარო: ” აქცენტი”

banner
წინა სტატიაშიმიხეილ რამიშვილი შორენა თეთრუაშვილის ჩვენებას გაეცნო
შემდეგი სტატიატექნიკურმა უნივერსიტეტმა ფოთში გამოფენა მოაწყო