ბოტანიკური ბაღის გასხვისების აუქიონს “ნაციონალური მოძრაობა” აქციით აპროტესტებს

თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით ჩატარებულ აუქციონს აპროტესტებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებით, ტერიტორიას ლანდშაფტურ-რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა და მისი გასხვისება არ შეიძლებოდა.

მათი შეფასებით, ასევე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზაზე სამუშაოები მიმდინარეობდა, პროექტის დაკორექტირება მოხდა და გაჩეხილი ხეების გარდა, ახლიდან უნდა გაიჩეხოს ხეები, რაც მათთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, აუქციონს ქონების მართვის სააგენტო მართავს, რომელიც დაახლოებით ერთ საათში დასრულდება და რომლის მიხედვითაც 29 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გასხვისდეს.

banner
წინა სტატიაში“თუ ახლა არ დავიჭირეთ თადარიგი, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით მაისი ბოლოს და ივნისში”
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე- ომბუცმენის ანგარიში