ბოსტონში ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვა დაიწყო

ბოსტონში ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვა დაიწყო ბოსტონში ორშაბათს დილიდან დაიწყო ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვა. მას თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებით ძმასთან ერთად 2013 წელს ბოსტონში მარათონის მსვლელობისას ტერაქტის მოწყობა ედება ბრალად. ფედერალური კანონის თანახმად ჯოხარ ცარნაევს შესაძლებელია სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. დღეს სასამართლოში თითქმის 1200 მოსამართლეა დაბარებული. სასამართლოს თავმჯდომარე ჯორჯ ო’ტული მათ შორის 12 ძირითად და 6 სათადარიგო თავმჯდომარეს აირჩევს პროცესისთვის, რომელიც სავარაუდოდ 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება. ახალ წლამდე ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს პროცესი ბოსტონში არ გამართიულიყო, თუმცა უარი მიიღეს თხოვნაზე. ადვოკატების თქმით, მასაჩუსეტის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი 18 ადამიანის მოძებნა, რომლებიც პირადი ემოციების გარეშე განიხილავენ ამ საქმეს. დამცველების თქმით, მიმდინარე საქმეში ცნება „დაზარალებული“ ფართო გაგებისაა და ის არა მხოლოდ სამ დაღუპულს და 264 დასახიჩრებულს, არამედ ბოსტონის, კემბრიჯისა და ვოტერტაუნის ყველა მცხოვრებს, მაყურებლებს, მათ ნათესავებსა და ნაცნობებს, ასევე იმ პირებს გულისხმობს, რომლებმაც დაჭრილებს დახმარება გაუწიეს. ბრალდებულის ადვოკატები მიმდინარე საქმეს ტერორისტ ტიმოტი მაკვეის კეისს ადარებენ, რომელიც 1995 წელს მოხდა. მაშინ ტერორისტმა ოკლახომა-სიტის ადმინისტრაციული შენობა ააფეთქა. ამ საქმის სასამართლო დენვერში გაიმართა და ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ბოლო პერიოდებში ამერიკაში ცარნაევის საქმეს მუდმივად ადარებენ მაკვეის საქმეს. ამერიკელი სამართლის მიმომხილველები დაცვის მხარეს ეთანხმებიან იმაში, რომ ბოსტონის აფეთქებიდან ტერორისტების შეპყრობამდე ქალაქში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული და ფაქტობრივად ბოსტონის მოსახლეობა შიშის ქვეშ იმყოფებოდა. მასაჩუსეტის შტატში სიკვდილით დასჯა არ არის, მაგრამ საქმე ფედერალური იურისდიქციით მიმდინარეობს, სადაც ის არსებობს. ადვოკატები ბრალდებულის მძიმე ბავშვობაზე გააკეთებენ აქცენტს და შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ჯოხარ ცარნაევი მართლაც უფროსი ძმის მითითებით მოქმედებდა. ადვოკატები ისაუბრებენ დევნის იმ ფაქტებზე, რომელიც ცარნაევების ოჯახმა განიცადა ყირგიზეთში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და როგორ გაეგზავრნენ ისინი მშობლებთან და ორ დასთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად. როგორც სააგენტო АР-ს სამართლის პროფესორმა კრისტოფერ დირბინმა განუცხადა, ამ ფაქტებით დაცვის მხარე ჯოხარის „გაადამიანურებას“ შეეცდება, რომ მოსამართლეებში მის მიმართ მცირეოდები თანაგრძნობა მაინც გამოიწვიონ. კემბრიჯში მცხოვრები ფსიქოლოგი და ტერორიზმის ექსპერტი ელის ლოსისერო, რომელსაც ეკუთვნის წიგნი „როგორ ხდებიან „კარგი ბიჭები“ ტერორისტები“, ამბობს, რომ ჯოხარი ძმის გავლენას განსაკუთრებით განიცდიდა, რადგანაც დეზორიენტირებული იყო მათ ცხოვრებაში არსებული მრავალი მოვლენით. პროკურატურას საკუთარი არგუმენტები აქვს, მათ შორის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჯოხარი ზურგჩანთას, სადაც ასაფეთქებელი იდო, დებს მცირეწლოვანი ბავშვის ფეხებთან, რომელიც რამდენიმე წუთში აფეთქებისგან დაიღუპა. ჩანაწერით პროკურატურა დაამტკიცებს იმას, რომ ჯოხარი საკუთარ თავში დარწმუნებული ჯიხადისტი იყო და არა ძმის ბრმა იარაღი. ბრალდების მხარე ასევე იხსენებს იმ წარწერებს, რომელიც იპოვეს იმ ნავზე, სადაც ცარნაევი აიყვარეს ტერაქტის შემდეგ „აშშ-ს მთავრობა ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას კლავს “ და „ჩვენ, მუსლიმები ერთი მთელი ვართ, თუკი ერთს დაუშავებთ, იცოდეთ, რომ ამით უშავებთ სხვა დანარჩენს.“ ბრალდებულის მხარის უფასო ადვოკატებს, სავარაუდოდ ვერ შეეძლებათ ცარნაევისთვის სიკვდილით დასჯის შემსუბუქება, თუმცა მათ შორის სასამართლოს ისეთი ვარსკვლავია, როგორიც არის ჯუდი კლარკი, რომელიც მანამდე რამდენიმე ტერორისტის საქმეს იცავდა. არც ერთი მათგანი სიკვდილით არ დასჯილა.

ბოსტონში ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვა დაიწყობოსტონში ორშაბათს დილიდან დაიწყო ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვა.
მას თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებით ძმასთან ერთად 2013 წელს ბოსტონში მარათონის მსვლელობისას ტერაქტის მოწყობა ედება ბრალად.
ფედერალური კანონის თანახმად ჯოხარ ცარნაევს შესაძლებელია სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ.
დღეს სასამართლოში თითქმის 1200 მოსამართლეა დაბარებული.
სასამართლოს თავმჯდომარე ჯორჯ ო’ტული მათ შორის 12 ძირითად და 6 სათადარიგო თავმჯდომარეს აირჩევს პროცესისთვის, რომელიც სავარაუდოდ 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება.
ახალ წლამდე ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს პროცესი ბოსტონში არ გამართიულიყო, თუმცა უარი მიიღეს თხოვნაზე.
ადვოკატების თქმით, მასაჩუსეტის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი 18 ადამიანის მოძებნა, რომლებიც პირადი ემოციების გარეშე განიხილავენ ამ საქმეს.
დამცველების თქმით, მიმდინარე საქმეში ცნება „დაზარალებული“ ფართო გაგებისაა და ის არა მხოლოდ სამ დაღუპულს და 264 დასახიჩრებულს, არამედ ბოსტონის, კემბრიჯისა და ვოტერტაუნის ყველა მცხოვრებს, მაყურებლებს, მათ ნათესავებსა და ნაცნობებს, ასევე იმ პირებს გულისხმობს, რომლებმაც დაჭრილებს დახმარება გაუწიეს.
ბრალდებულის ადვოკატები მიმდინარე საქმეს ტერორისტ ტიმოტი მაკვეის კეისს ადარებენ, რომელიც 1995 წელს მოხდა. მაშინ ტერორისტმა ოკლახომა-სიტის ადმინისტრაციული შენობა ააფეთქა. ამ საქმის სასამართლო დენვერში გაიმართა და ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
ბოლო პერიოდებში ამერიკაში ცარნაევის საქმეს მუდმივად ადარებენ მაკვეის საქმეს.
ამერიკელი სამართლის მიმომხილველები დაცვის მხარეს ეთანხმებიან იმაში, რომ ბოსტონის აფეთქებიდან ტერორისტების შეპყრობამდე ქალაქში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული და ფაქტობრივად ბოსტონის მოსახლეობა შიშის ქვეშ იმყოფებოდა.
მასაჩუსეტის შტატში სიკვდილით დასჯა არ არის, მაგრამ საქმე ფედერალური იურისდიქციით მიმდინარეობს, სადაც ის არსებობს. ადვოკატები ბრალდებულის მძიმე ბავშვობაზე გააკეთებენ აქცენტს და შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ჯოხარ ცარნაევი მართლაც უფროსი ძმის მითითებით მოქმედებდა. ადვოკატები ისაუბრებენ დევნის იმ ფაქტებზე, რომელიც ცარნაევების ოჯახმა განიცადა ყირგიზეთში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და როგორ გაეგზავრნენ ისინი მშობლებთან და ორ დასთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად.
როგორც სააგენტო АР-ს სამართლის პროფესორმა კრისტოფერ დირბინმა განუცხადა, ამ ფაქტებით დაცვის მხარე ჯოხარის „გაადამიანურებას“ შეეცდება, რომ მოსამართლეებში მის მიმართ მცირეოდები თანაგრძნობა მაინც გამოიწვიონ.
კემბრიჯში მცხოვრები ფსიქოლოგი და ტერორიზმის ექსპერტი ელის ლოსისერო, რომელსაც ეკუთვნის წიგნი „როგორ ხდებიან „კარგი ბიჭები“ ტერორისტები“, ამბობს, რომ ჯოხარი ძმის გავლენას განსაკუთრებით განიცდიდა, რადგანაც დეზორიენტირებული იყო მათ ცხოვრებაში არსებული მრავალი მოვლენით.
პროკურატურას საკუთარი არგუმენტები აქვს, მათ შორის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჯოხარი ზურგჩანთას, სადაც ასაფეთქებელი იდო, დებს მცირეწლოვანი ბავშვის ფეხებთან, რომელიც რამდენიმე წუთში აფეთქებისგან დაიღუპა. ჩანაწერით პროკურატურა დაამტკიცებს იმას, რომ ჯოხარი საკუთარ თავში დარწმუნებული ჯიხადისტი იყო და არა ძმის ბრმა იარაღი.
ბრალდების მხარე ასევე იხსენებს იმ წარწერებს, რომელიც იპოვეს იმ ნავზე, სადაც ცარნაევი აიყვარეს ტერაქტის შემდეგ „აშშ-ს მთავრობა ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას კლავს “ და „ჩვენ, მუსლიმები ერთი მთელი ვართ, თუკი ერთს დაუშავებთ, იცოდეთ, რომ ამით უშავებთ სხვა დანარჩენს.“
ბრალდებულის მხარის უფასო ადვოკატებს, სავარაუდოდ ვერ შეეძლებათ ცარნაევისთვის სიკვდილით დასჯის შემსუბუქება, თუმცა მათ შორის სასამართლოს ისეთი ვარსკვლავია, როგორიც არის ჯუდი კლარკი, რომელიც მანამდე რამდენიმე ტერორისტის საქმეს იცავდა. არც ერთი მათგანი სიკვდილით არ დასჯილა.

banner
წინა სტატიაშიევროს კურსი დოლართან მიმართებაში ცხრა წლის მანძილზე მინიმუმამდე დავარდა
შემდეგი სტატიაახალი “ბერმუდის სამკუთხედი” თუ “დაწყევლილი დრაკონი”?