ბოსნიელი წყვილი საკუთარ დასაფლავებას დაესწრო

ბოსნიელმა ცოლ-ქმარმა ორგანიზება გაუკეთა საკუთარი დასაფლავების ცერემონიას – Associated Press-ი წერს.
როგორც გამოცემა იტყობინება, 61 წლის დრაგანმა და 65 წლის დრაგიცა მარიჩებმა, იმის გამო, რომ მათ შვილები არ ყავთ, რომლებიც მათ დასაფლავებაზე იზრუნებენ, მას თვითონ გაუწიეს ორგანიზება. ამასთანავე, მეუღლეებმა ცერემონიაზე მეგობრები და ნათესავები დაპატიჟეს და იმხიარულეს. სულ 200 ადამიანი შეიკრიბა.
ცერემონიაზე დრაგანი სიტყვით გამოვიდა და საკუთარ და მეუღლის ცხოვრებაზე მოუყვა მეგობრებს. ამის შემდეგ, შეკრებილები უახლოეს რესტორანში გაემართნენ, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ.

banner
წინა სტატიაში“საქართველო მისი რეგიონებისა და მოქალაქეების მათემატიკური ჯამი არ არის”
შემდეგი სტატია“ალ-ქაიდას” ლიდერმა მომხრეებს პარტიზანული ბრძოლებისკენ მოუწოდა