ბორჯომში ოპოზიციურ ძალებს ემუქრებათ სერიოზული საფრთხე, ფიზიკური განადგურებისაც კი – ნიკა მელია

ბორჯომის მერია ბოიკოტირების რეჟიმზე გადადის და ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, საბავშვო ბაღები და დასუფთავების სამსახური არ იმუშავებს – ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ გააკეთა.

მისი თქმით, იმ დაპირისპირებაზე, რაც გუშინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოხდა პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს.

ნიკა მელიას განცხადებით, სამი თვეა „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს ბორჯომის საკრებულოს და მმართველი გუნდის დეპუტაცია არ ესწრება სხდომებს.

ნიკა მელიას განცხადებით, ერთადერთი სხდომა , როდესაც „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით დაესწრო იყო გუშინდელი სხდომა, სადაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასები განიხილებოდა.

მელია ამბობს, რომ გუშინდელმა დღემ დაადასტურა , რომ „ქართულ ოცნებას’ საკუთარი კეთილდღეობის მეტი არაფერი აინტერესებს.

„ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ ეს არის ხელფასების მატება ხალხის ხარჯზე. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ ეს არის კლანური კეთილდღეობა და ეს გუშინ ჩვენ ვიხილეთ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სახალხო დამცველს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

“ბორჯომში ოპოზიციურ ძალებს ემუქრებათ სერიოზული საფრთხე, ფიზიკური განადგურებისაც კი,”- აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატია“თითოეულმა მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ ფეხს ვერ გადადგამენ ოკუპირებული ტერიტორიიდან” – დავით ბაქრაძე