ბორის ჯონსონი რუსეთთან თანამშრომლობის მოწოდებას აკეთებს

დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა სფეროში, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს – დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა -წერს Reuters-ი.
“თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ რუსეთის სირიასა და უკრაინაში სასტიკი მოქცევები. გაერთიანებული სამეფო ძველებურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების მომხრეა. რუსეთთან ურთიერთობა ჩვეული ფორმატით ვერ გაგრძელდება” – ხაზი გაუსვა ჯონსონმა.
16 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და ბორის ჯონსონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე კერიმ განაცხადა, რომ ლონდონი და ვაშინგტონი უახლოეს მომავალში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს წარმოადგენენ, ამჯერად, რუსეთის სირიაში მიმდინარე პოლიტიკის გამო.
თავის მხრივ, ჯონსონმა აშშ-ს და ევროპას მოუწოდა ისე გააკეთონ, რომ რუსეთმა “საკუთარი საქციელის შედეგები იწვნიოს”.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე იმყოფება
შემდეგი სტატიაანკარა საერთაშორისო კოალიციას მოსულის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე შეუთანხმდა