ბორის ჯონსონი – მსოფლიო ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ერთიანია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი ბრიტანეთისა და მოკავშირეების მიერ განხორციელებულ იერიშს მიესალმება.

„მსოფლიო ერთიანია ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ“, – დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიკრობლოგ „ტვიტერში“.

თურქეთი სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერს. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. უწყებაში ამბობენ, რომ ანკარა ვაშინგტონის, ლონდონისა და პარიზის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციით კმაყოფილია.

სირიის წინააღმდეგ განხორციელებულ ავიაიერიშს მიესალმნენ იაპონიაშიც.

„იაპონიის მთავრობა მხარს უჭერს აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მისწრაფებას, არ დაუშვან ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სიძო აბემ.

პრემიერის თქმით, დღის ბოლოს დაგეგმილია იაპონიის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც სირიაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეი – რუსეთმა სხვა გზა არ დაგვიტოვა
შემდეგი სტატიაკოალიციამ ასადის რეჟიმზე 110 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა