ბონში Global Media Forum-ი გაიხსნა

ბონში 11 ივნისს “დიოჩე ველეს” ეგიდით ყოველწლიური კონფერენცია Global Media Forum-ი გაიხსნა. 2018 წელს ღონისძიების ძირითადი თემა გლობალური უთანასწორობაა. ფორუმის მონაწილეები მედიის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრებენ უთანასწორობის მოვლენაში.

ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოებრივი საკითხების კომისარმა მარია გაბრიელმა თქვა, რომ “თავისუფალ, მრავალმხრივ, დამოუკიდებელ და სანდო” მასმედიას შეუძლია “მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თანამედროვე დემოკრატიის შენარჩუნებაში”.
ევროპარლამენტი და ევროკომისია საგამოძიებო ჟურნალისტიკას უჭერს მხარს – გაბრიელმა თქვა. მან ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლოში რთული ხდება “ფაქტების გადაცემა და არგუმენტების გაცვლა”, ასევე, დაამატა, რომ არ არსებობს “ინტერნეტის ეთიკის კოდექსი” და რომ ნებისმიერი ნდობა ერთადერთი “ტვიტით” შეიძლება ეჭვქვეშ დააყენონ.

Global Media Forum-ში 120 ქვეყნის 2 ათასი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ფორუმი მეათედ ტარდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო შეიქმნა
შემდეგი სტატია7G ქვეყნების გამოხმაურებები კვებეკის სამიტზე