ბოლო რვა თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა მაღალი რანგის 18 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით სისხლისსამართლებრივი დევნა მაღალი რანგის 18 საჯარო მოხელის მიმართ, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულზე მაღალი რანგის 6 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო. როგორც შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ბოლო 8 თვეში წამების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 6 პირის მიმართ, მათ შორის მაღალი რანგის 5 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო.

”2015 წლის სექტემბრიდან მაისის ჩათვლით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, (157, 158, 159-ე მუხლები) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ, მათ შორის 6 საჯარო მოხელის მიმართ. 2015 წლის სექტემბრიდან მაისის ჩათვლით კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მაღალი რანგის 17 საჯარო მოხელის მიმართ, საიდანაც ძალადობრივი ხასიათის დანაშაულზე მსჯავრდებულია მაღალი რანგის 6 საჯარო მოხელე”, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაში“წყაროს ამ პროცედურებში მონაწილეობა აქვს მიღებული”- ვინ მიაწოდა გვარამიას მოსამართლის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ჰაკერული ორგანიზაციის დამფუძვნებელი დაკითხვაზე დაიბარეს