“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის ვაღიარებდით არჩევნების შედეგებს”

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აღიარებდა არჩევნების შედეგებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის ვაღიარებდით არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ამ მხრივ ყოველთვის იძლეოდა მაგალითს. ამიტომ ამ თვალსაზრისით, ჩვენთან პრობლემა არ არის. ჩვენ მზად ვართ გამარჯვებისთვის“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, შედეგი, რომლის აღიარებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაჭირდება 8 ოქტომბრის არჩევნებში, იქნება გამარჯვება.

„ დღეს არის „ქართული ოცნების“ ჯერი – გააკეთოს იგივე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა 2012 წელს, ანუ აღიაროს დამარცხება“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია: საზოგადოებისთვის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობა 9 ოქტომბრის ღამესვე დაიწყება
შემდეგი სტატია” თქვენ უბრალოდ არ უნდა დაიზაროთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე”- ნინო ბურჯანაძემ ამომრჩეველს მიმართა