ბოლო ოთხ წელიწადში საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით ოთხი ათასზე მეტ ადამიანს მიენიჭა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით 4200-4500 ადამიანს მიენიჭა.

იუსტიციის მინისტრმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა სხდომაზე დეპუტატებს მიაწოდა.

წულუკიანის თქმით, 2013 წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 9626 პირს მიანიჭა, რომელთა შორის მეტი თურქეთის მოქალაქე იყო.

მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა იუსტიციის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების გვერდის ავლით მიანიჭა, რის გამოც ეს მონაცემები ანალიზის გაკეთებისთვის არ გამოდგება.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ქინძმარაულის” თანამშრომლები 6 თვის დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაშსს-მ მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა