“ბოლო ოთხ წელიწადში ჩვენ პრინციპულად შემოვბრუნდით ევროპისკენ, პრინციპულად შემოვბრუნდით ადამიანობისკენ”

ადგილობრივ თვითმმართველობის რეფორმა არის ერთ-ერთი რეფორმა იმ მრავალ რეფორმებს შორის, რომელსაც მე დაჟინებით დავუჭირე მხარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშილმა კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ეფექტური მართვისთვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.

„ადგილობრივ თვითმმართველობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეფექტურ მართვაში. თუ გავიხსენებთ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეფექტურად მართვა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩვენ არ დაგვჭირდება მივაკითხოთ სხვა ქვეყნებს და იქიდან ავიღოთ გამოცდილება. უახლოესი 20 წელი ჩვენ ქვეყანას ძალიან უჭირდა, ძალიან გვიჭირდა ჩვენი ქვეყნის მართვა. ვიცით, როგორი უბედურება შეიძლება მოახდინონ სახელმწიფოს შიგნით მოქალაქეებმა და საზოგადოებამ. დაწყებული პირველი წლებიდან, როდესაც ჩვენ სამოქალო ომის მოვახერხეთ, იმის შემდგომი მმართველობის არაეფექტურობაც კარგად გახსოვთ. გახსოვთ, როგორ კორუფციაში იყო ჩაფლული სახელმწიფო. ნახეთ, რთულ პერიოდში, რომელიც დაემთხვა ახალი ხელისუფლების მოსვლას, რეგიონალური კრიზისი, ნახეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკა. ამ ფონზე, ოთხი წლის განმავლობაში, ახალმა ხელისუფლებამ, ახალი ხელწერით მოახერხა და ქვეყანას სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ეფექტური აღმოცნდა ეკონომიკაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მთავრობა არის ყველაზე ეფექტური, ყველაზე გამჭვირვალე და აღარ არის საუბარი კორუფციაზე, რომელიც ახლდა წინა მმართველობას.

„ბოლო ოთხ წელიწადში ჩვენ პრინციპულად შემოვბრუნდით ევროპისკენ, პრინციულად შემოვბრუნდით ადამიანობისკენ. პირველ რიგში ადამიანის უფლებები დადგა და ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, ქვეყნის ეფექტურ მართვაზე არის დამოკიდებული ყველაფერი. როგორ ვიცხოვრებთ თითოეული ჩვენგანი და როგორ ადგილს დავიჭერთ განვითარებული ქვეყნების რიგში“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ერის ნაწილი ვართ.

„ჩვენი წარმატებები უნდა ვეძებოთ მთელი ერის წარმატებაში და არა ცალკე. რა თქმა უნდა, პირად წარმატებაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ საერთო წარმატებებს აქვს ძალიან დიდი გავლენა თიოეული ჩვენთაგანის წარმატებაზე. ეს კარგად ჰქონდა გააზრებული დიდ ილიას. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩვენც კარგად გავიაზროთ. კიდევ ერთხელ გავიხსენებ ილიას. ის ამბობდა, რომ საკმარისი არ არის, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე ის კარგი კაციც უნდა იყოს. მეცნიერებაში სტუდენტობაც იგულისხმება. რასაც აკეთებ – პროფესიას ეუფლები, თუ უკვე პროფესიონალი ხარ და კარგად ასრულებ შენს მოვალეობას, არ არის საკმარისი, ამავდროულად საერთო საქმეზეც უნდა იფიქრო, სახელმწიფოზე უნდა იზრუნო. ის პასუხისმგებლბა, რაც შეიძლება თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს, პირნათლად უნდა შეასრულო, თუ გინდა, წარმატებული ქვეყანა გქონდეს, ის წარმატებულმა ხალხმა, სწორად შერჩეულმა ხალხმა უნდა მართოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს მიმართა, რომ ქვეყანას წინ ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ელოდება.

„სამ თვეში ჩვენ ძალიან სერიოზული, ძალიან პრინციპული არჩევნები გველოდება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ თქვენ იაქტიუროთ, სწორი ანალიზი გააკეთოთ. თქვენ, გამარჯვებულები წარმომიდგენია, როგორი წარმატებულები ხართ და თქვენს მიმართ დამოკიდებულება ჩამოყალიბებული მაქვს. თქვენ ბევრი შეგიძლიათ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენ ირგვლივ ხალხსაც უნდა დაეხმაროთ ანალიზის გაკეთებაში. კარგად იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მართვის. როგორც იქნა, მოვახერხეთ, სწორი გზით მივდივართ და საჭიროა, ეს გავამყაროთ, დავიცვათ. თხოვნა იქნებოდა, რომ თქვენ თავად პირადად ჩაერთოთ პროცესებში, სწორი ანალიზი გააკეთოთ, კარგად გაიგოთ, ვის უნდა მისცეთ ხმა და დაეხმარეთ თქვენს ახლობლებსაც, რომ კიდევ ერთხელ არ შეგვეშალოს და რამე ახალი უბედურება არ მივიღოთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კონკურსი „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ – გამარჯვებულთა დაჯილდოება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

ორგანიზაცია „მოქალაქე“ კონკურსს „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ უკვე მეორედ ატარებს. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახოროციელებს.

გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ტურში, რომელიც გერმანიასა და პოლონეთში გაიმართება და თვითმმართველობის საკითხებს მიეძღვნება.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიას 20 ქართველი სამხედრო შეუერთდება
შემდეგი სტატიაექიმის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა