,,ბოლო დროს მომხდარი კრიმინალური შემთხვევები არჩევნებს არ უკავშირდება”

“ეროვნული ფორუმის” გლდანის 22-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით დარახველიძე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი შეფასებით, შს სამინიტრომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საზოგადოებაში ემოციები ისედაც მოზღვავებულია.

აღნიშნულლი განცხადება “ეროვნული ფორუმის” გლდანის 22-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით დარახველიძემ “პირველ პრესკლუბში” გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული კრიმინალური შემთხვევები, არჩევნებს არ უკავშირდება და ქვეყანაში არსებულ ზოგად კრიმინალურ ფონს გამოხატავს.

“ბოლო დროს მომხდარი მკვლელობები აღმაშფოთებელი და მიუღებელია. მე არ ვიტყოდი, რომ ეს თემის პოლიტიზირებაა, ან არჩევნებთან არის კავშირში. ეს არის ფაქტები და ყოველგვარი პოლიტიკური შეფასებების გარეშე, შს სამინისტრო და მისი ორგანოები უნდა ცდილობდნენ, დაამყარონ წესრიგი”, – აღნიშნა დარახველიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძეზე შეტევა უზნეობაა – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიასაქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება