ბოკუჩავა ჯანელიძეს: თუ თვლით, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, რატომ არ გადადექით მაღალი თანამდებობიდან, რომელიც მაშინ გეკავათ?

თქვენ თუ თვლით ბატონო მიხეილ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ხელისუფლება, რომელიც არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, რატომ არ გადადექით მაღალი თანამდებობიდან, რომელიც გეკავათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, – ასე მიმართა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
„თქვენ თუ თვლით ბატონო მიხეილ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ხელისუფლება, რომელიც არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა და ფეხქვეშ ითელებოდა დემოკრატია, რატომ არ გადადექით მაღალი თანამდებობიდან, რომელიც გეკავათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. მე ვიღებ სრულად პასუხიხმგებლობას იმ რეფორმებზე და იმ შეცდომებზე, რაც იმ პერიოდში იყო, თუმცა არასდროს მეკავა თქვენზე მაღალი თანამდებობა. თქვენ ბრძანდებოდით ქალბატონი ვერა ქობალიას მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მაინტერესებს, ხვალ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, თქვენი მოადგილე რომ გახდეს მინისტრი ახალ მთავრობაში, გამოვიდეს ამ ტრიბუნასთან და ისაუბროს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო არადემოკრატიული, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, ჩათვლით თუ არა, რომ ეს არის სწორი საქციელი“, – განაცხადა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიიღოს
შემდეგი სტატიამესამე დღეა პოლიცია და ოჯახი 22 წლის ბიჭს ეძებს