“ბოკო ჰარამის” ლიდერი ამბობს, რომ მას უღალატეს

ექსტრემისტული დაჯგუფება “ბოკო ჰარამის” მეთაური აბუბაქარ შეკაუ ამბობს, რომ ის აგრძელებს დაჯგუფების ხელმძღვანელობას და თავის მომხრეებს ღალატში ადანაშაულებს.

10 წუთიან ვიდეომიმართვაში შეკაუ უარყოფს გუშინ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებოთ, რომ “ბოკო ჰარამს” ახალი მეთაური ჰყავს.
შეკაუს თქმით, მისმა რამდენიმე მომხრემ მას ამბოხება მოუწყო. “ჩვენ ალაჰის მსახურებას ვაგრძელებთ და არასდროს შევწყვეტთ ისლამური ხალიფატისთვის ბრძოლას” – განაცხადა შეკაუმ თავის მიმართვაში.
ნიგერიაში “ბიბისის” კორესპონდენტის, მარტინ პეშენსის თქმით, დაჯგუფებაში ლიდერობისთვის ბრძოლა იმაზე მიუთითებს, რომ “ბოკო ჰარამი” ორ ბანაკად გაიყო – ორივე ხელმძღვანელი საომარ იდეოლოგიას და ტაქტიკას სხვადასხვანაირად ხედავს.

შეკაუ დაჯგუფებას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი მეთაურობის პერიოდში “ბოკო ჰარამი” უფრო რადიკალური და აგრესიული გახდა

banner
წინა სტატიაშიცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ძლიერი ქარიშხალი ერლი დაატყდა თავს
შემდეგი სტატიატაჯიკეთის პროკურატურა სიკვდილით დასჯის შემოღებას მხარს უჭერს