ბოკერიას ბრძანებით, პატიმართა ჩაცხრილვის დროს,სადაც არსებული ინფორმაციით სულხანის ლიკვიდაციაც იყო დაგეგმილი

Shalvaშალვა ნათელაშვილი – ძალიან მატკინა გული სულხან მოლაშვილის გარდაცვალებამ. 2006 წლის 27 მარტს, ციხეში, ბოკერიას ბრძანებით, პატიმართა ჩაცხრილვის დროს,სადაც არსებული ინფორმაციით სულხანის ლიკვიდაციაც იყო დაგეგმილი, ტყვიების წვიმაში,ჩემი სიცოცხლის რისკით, დილამდე ვყარაულობდი მის სიცოცხლეს.მერე იყო და სააკაშვილი და იუშენკო ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს კლინტონ- მაკ-კეინმა,სწორედ მე გადავუგზავნე ნობელის კომიტეტს სულხანის სხეულზე წამების შედეგად მიყენებულ დაზიანებათა დოკუმენტაციაც რის შემდგომ,არა მარტო სააკაშვილმა იუშენკომაც კი სამუდამოდ დაკარგა ნობელიანტის პერსპექტივა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს სულხანის სული. სხათა შორის ბიძინა ივანიშვილს მაშინ არა მარტო კრინტი არ დაუძრავს მართალი,სასტიკად ნაწამები კაცის დასაცავად არამედ,მას შემდეგ კიდევ რამდენიმე მილიარდით დააჯილდოვა სისხლიანი რეჟიმი და განსაკუთრებით მისი დამსჯელი სტრუქტურები. ის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია ივანიშვილი-ნაცების ერთობლივი რეჟიმისა.აი ესაა სიმართლე და სიმართლე ერთია მხოლოდ

banner
წინა სტატიაშისად იყავით მაშინ, როცა თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი სულხანის დასაცავად ციხესთან ვგროვდებოდით?!!!
შემდეგი სტატიათურქეთში 29 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდა