ბოკერია-უგულავას ფრთა ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებს

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებენ.

ეს გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ისინი პარტიის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთებას სწორედ 12 იანვარს გეგმავენ, ამ დროისთვის კი, არაოფიციალური ინფორმაციით, ახალ ოფისს ეძებენ.

ე.წ. ბოკერია-უგულავას ფლანგში „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები მოიაზრებიან, რომლებიც 20 იანვარს 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას ეწინააღმდეგება.

banner
წინა სტატიაშირეფორმების მხარდასაჭერად, ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში 43.95 მილიონი ევრო ჩარიცხა
შემდეგი სტატიაადვოკატი ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე: თუ ძიება მართლა ამ ვერსიაზე მიდის, შეიძლება სხვა პიროვნებებს ბრალი უფრო დაუმძიმონ