ბოდიშს ვიხდი, რომ თბილისში მოზარდების მკვლელობასთან ერთად, ოფშკვითში მომხდარ ტრაგედიაზეც არ ვისაუბრე

გიორგი კვირიკაშვილი ბოდიშს იხდის, რომ თბილისში მოზარდების მკვლელობასთან ერთად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედიაც არ ახსენა.

„მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო. მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში დატრიალდა, რომელმაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელი ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომელიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, რომ ამან გამოიწვიოს რაიმე უკმაყოფილება, გულისწყრომა, რომელიც სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ მინდა, რომ გავაკეთო განმარტება, რა თქმა უნდა, საქართველოში, სადაც არ უნდა მოხდეს ეს ასეთი ტრაგედია ჩვენთვის არისი დიდი ტრაგედია და რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო მოახდენს ასეთ უბედურებაზე და ასეთ ტრაგედიაზე იქნებნა მთელი ქვეყნის მაშტაბით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი გარჩევის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული აღკვეთის სახით შეფარებულ პატიმრობას არ გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც იერუსალიმის საკითხია, დეპუტატისგან წერილობით მომართვა მიუღებელია