ბოდიში “გადამიხდია” ბატონო ნარმანია!

216440გვეღირსა! თბილისის მერიამ ხელი ჩამოგვართვა, გვიკადრეს და გვიპასუხეს (რაც სხვა დროს, სხვა მომენტში არ ახასიათებთ)! მერიასთან ჩახუტებულ – ხელჩამორთმეულმა სააგენტოებმა კი, მერიის განცხადება აიტაცეს და გაავრცელეს. მერიამ „შეიცხადა“: არიქა, „თაიმერმა“ შარშანდელი ინფორმაცია გამოაქვეყნა და ეს რა ქნაო. მეტიც, „ჟურნალისტური გამოძიებაც“ ჩაატარა და გაარკვია, რომ სააგენტომ „სამუდამოპატიმრობა შესაფარდებელი“ ქმედება ჩაიდინა, რამეთუ 2 დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ერთი წლით „დააბერა“. რომელი „მამები“ თქვენ ხართ, წერილი მოგწეროთ „შვილმა“, სად თქვენ და სად – მე, ჭიპი გაქვთ მოჭრილი სიყალბის კეთებაში (ხალხს ჰკითხეთ, დაგიდასტურებთ): ხან ვის უკანა ხედს ამაგრებდით, ხან – ვის წინა ხედს, იმდენჯერ „გადაგორდ-გადმოგორდით“, რომ გაცვდით, „ხელის მოსაკიდებელი“ აღარ დაგრჩათ. ამიტომაც „თაიმერს“ კი არ გამოუგზავნეთ საპასუხო წერილი (როგორცწესია), რომელსაც უპრობლემოდ გამოგიქვეყნებდით, ერთ სააგენტოს დაუკავშირდით, იმ ერთს დაავალეთ (ვისთანაც გაქვთ გაფორმებული ხელშეკრულება, რაც კანონდარღვევა სულაც არაა) გაევრცელებინა „ნიუსი“ და ასე მოსდეთ ყველას („მეგობარი“ სააგენტოები ცოტა მეტი გყავთ და როგორ მოგივიდათ რამდენიმეს რომ მიაწოდეთ მხოლოდ?!) თქვენი „საგამოძიებო ჟურნალისტიკის“ „პიკი“! არ დაიზარეთ და რამდენჯერმე ახსენეთ „სიცრუე“ და „არაპროფესიონალიზმი“.

გულწრფელად გეტყვით, ძალიან მეწყინებოდა, მსგავსი განცხადება ისეთ ადამიანს რომ გაევრცელებინა, ვინც არასოდეს ყოფილა ერთ ჩინოსანსა და პოლიტიკურ გუნდთან ასოცირებული, თქვენგან კი არ მწყინს. თქვენ ხომ „საჭირო დროს, საჭირო მომენტში“ „ტივტივებთ“… და კიდევ ერთი:

  1. ინფორმაცია „თაიმერს“ არ გამოუქვეყნებია. „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ფეისბუქ მომხმარებლის სტატუსი. ინფორმაცია სხვა რამაა, ფეისბუქსტატუსი – სხვა.
  2. იმდენად სახალისო იყო ეს სტატუსი, ნამდვილად არ დავინტერესებულვართ, როდის „მიიღო“ „ამანათი“ სტატუსის ავტორმა და აქვე დავსძენ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, საკუთარი ბებიის შესახებ თუ მსგავსად შეიძლება ვინმემ იხუმროს.
  3. ამ საცოდავი ხუმრობის ავტორის ბედი მაინტერესებს ძალიან, ვინმემ „ბუზი აუფრინა“ თუ როგორაა საქმე?
  4. აი, როცა უარყო და განაცხადა ვიხუმრეო, ამ ბოროტი ხუმრობის შემდეგ დაეკისრა თუ არა პასუხისმგებლობა? რაში გამოიხატა ეს? ჯარიმა გადაიხადა (სიმბოლურად 1 ლარი), თუ იმ მილიონი ხიდან 4 წლის წინ რომ დაგვპირდა ნარმანია, 100 ხე დაარგვევინეთ – საზოგადოებისათვის სასარგებლო მუშაობის „ჭრილში“?
  5. ერთ რჩევას მოგცემთ მერიის პრეს-სამსახურის მესვეურნო: თუ სხვა დროს გინდათ რომ „ხუმრობა“ სერიოზულში არ გავიდეს, ხუმარა პირებს კანონის შესაბამისად მოსთხოვეთ პასუხი, თორემ ჩვენ რიგითი მოკვდავები არა ვართ ვალდებულნი „ხუმარა“ სტატუსის გაგრძელება „სერიოზული სტატუსიც“ წავიკითხოთ. ბოდიში “გადამიხდია” რომ შეგაწუხეთ და გაიძულეთ პასუხი დაგეწერათ და გავრცელებისათვის ბიუჯეტიდან ფული გადაგეხადათ. სხვათაშორის, მერიის ბიუჯეტს მეც ვავსებ ჩემი გადახდილი გადასახადით!!

 

 

პატივისცემით, ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშირა ინფორმაციას მალავს შსს გურჯაანის პოლიციის უფროსის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე
შემდეგი სტატიაგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი “რესპუბლიკური პარტიის” დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს