ბლინკენი: უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღების საკითხი დღის წესრიგში ახლა არ დგას

ბლინკენი: უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღების საკითხი დღის წესრიგშიახლა არ დგას

ბლინკენი: უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღების საკითხი დღის წესრიგშიახლა  არ დგასუკრაინის და საქართველოს ნატოში მიღების საკითხი ამა წლის ივლისში დღის წესრიგში არ დგას, ხოლო ჩერნოგორია, რომელიც ადრე იყო მოწვეული, შეიძლება ალიანსში მიიღონ. ამის შესახებ რადიო „Эхо Москвы“-ის ეთერში განაცხადა თეთრი სახლის მრჩევლის მოადგილემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, ნატოს კარი ღიაა ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ახალი ქვეყნების მიღებით, ნატომ პოზიტიური როლი ითამაშა რეგიონში სტაბილურობის გამყარების საქმეში და „ეს დადებითი ფაქტორია რუსეთვისაც“. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა მოითხოვს ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოგვარებას და ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას. „ეს ყველაფერი არის სტაბილურობის წყარო და, სიმართლე გითხრათ, რუსეთი ამის გამო ნაკლებად უნდა იყოს შეშფოთებული“ – დასძინა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშიობამამ და პუტინმა სირიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
შემდეგი სტატიაგერმანიაში პროსტიტუციის შესახებ ახალი კანონი მიიღეს