Björk უკვე თბილისშია

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფიგურა, ბიორკი თბილისში დღეს დილით, გამთენიისას 12-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა.
ისლანდიელი მუსიკოსი თბილისში ორ კონცერტს გამართავს. მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში ლეგენდარული ვარსკლვლავი სვანეთს, ზემო აჭარას, გურიასა და კახეთს ესტუმრება. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
live-კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართავს. თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კი არტისტს 3 ნოემბერს, 21:00-ზე უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა მინდელის შახტაში – ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე გიორგი ალიბეგაშვილს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს