ბიზნესმენის სკანდალური აღიარება და ფარული ჩანაწერები

57962_videoამიერკავკასიაში პირველი კომპიუტერული ქარხნის, ალგორითმის დამფუძნებელი გიორგი კორახაშვილი, ქართულ ოცნებას მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული საწარმოს და სხვა ყველა ბიზნესის განადგურებაში ადანაშაულებს. გიორგი კორახაშვილი მასზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს და სატელეფონო ცანაწერებს ავრცელებს. მისი თქმით ასობით ადამიანი, რომლებიც ალგორითმში იყვნენ დასაქმებული, სამსახურიდან გაუშვეს.

როგორც კორახაშვილი ამბობს, ალგორითმის განადგურების ოპერაცია საქართველოს მთავრობამ 2013 წელს დაწყო, როდესაც ქართული წარმოების კომპიუტერებს სახელმწიფო შესყიდვებისკენ გზა ჩაუკეტეს.

ალგორითმმა მთავრობას მისი პარტნიორის, კომპანია ლენოვოს წარმოებული კომპიუტერული ტექნიკის შეძენა შესთავაზა, ტენდერი მოიგო და ხელშეკრულება გააფორმა, რომ სახელმწიფოს ლენოვოს ბრენდის 12 ათას კომპიუტერს მიაწვდიდა. ლენოვომ საქართველოში 12 ათასი კომპიუტერი გამოგზავნა, თუმცა იმის გამო, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კომპიუტერის მონიტორების მარაგი ლენოვოს აღარ ქონდა, მან ის ახალი მოდელის მონიტორებით ჩაანაცვლა.

მთავრობამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საქართველოში ჩამოტანილი 12 ათასი კომპიუტერის მიღებაზე უარი თქვა და ალგორითმი დიდი ვალების წინაშე აღმოჩნდა. ამ დროისთვის კომპიუტერები საწყობშია და ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, მისი რეალიზაციის შანსი აღარ არის.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, მის საკუთრებაში არსებულმა სხვა საწარმოებმაც თითქმის იგივე ბედი გაიზიარეს. ერთ-ერთია ღვინის ქარხანა კახეთში, რომელსაც ყადაღა დაადეს. ამ საქმესთან მიმართებაში კორახაშვილი მტავარ პროკურორს ირაკლი შოთაზესაც ახსენებს.

ასევე, დღეს განადგურებულია მისი სათათბურე მეურნეობა წეროვანში, სადაც 2012 წლამდე რეკორდული რაოდენობის მოსავალი მოჰყავდათ.

ბიზნესმენი მისი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობს.

https://youtu.be/ktR0hUJgtwU

banner
წინა სტატიაშინუცუბიძეზე ჩვილ ბავშვთა სახლში უყურადღებობის გამო 3 წლამდე ბავშვი დაიღუპა
შემდეგი სტატიაალეპოსთვის: მსოფლიოს 26 ქალაქში სირიაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა