ბიზნესის სიიოლის პარამეტრით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ

ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის სიიოლის პარამეტრით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა და მისასალმებელია, რომ ეს დღე საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად იწყება.

„უნდა დავიწყო ემოციური ნაწილით, ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ეს მნიშვნელოვანი დღე და დილა იწყება ჩემ ორ ძალიან საყვარელ და ახლო მეგობართან, საქართველოს მეგობრებთან პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან და ანდრეი კისკასთან ერთად, ეს ძალიან სიმბოლურია ჩემთვის, ეს არის ის ორი ადამიანი, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ძალიან მტკიცედ იცავენ ბევრ საერთაშორისო ფორმატში, ბევრ მნიშვნელოვან კონტექსტში. ამაღელვებელია, რომ ეს დღე ჩემს მეგობრებთან ერთად დაიწყო და მადლობა მათ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მადლობა საქართველოს მთავრობას, პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტსა და საქართველოს სავაჭრო პალატას, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს საერთაშორისო და ეკონომიკური ღონისძიებების საქართველოში გამართვა.

„ძალიან დიდი პოტენციალია ჩვენს ქვეყანაში. აღმოსავლეთ-დასავლეთ ეკონომიკურ პროცესში საქართველო სულ უფრო იმკვიდრებს პრინციპულ და მნიშვნელოვან როლს, ეს არის ენერგომატარებლების გატანა და განსაკუთრებით პროექტები, რომლებიც ევროპაში დამთავრდება. ეს არის სავაჭრო გზები, რომელიც სწორედ საქართველოს გავლით ევროპულ და აზიურ ბაზრებს ერთმანეთს ახვედრებს. შავი ზღვა აღმოსავლეთ ზღვის არმქონე ეკონომიკებისთვის ხდება ის ადგილი, საიდანაც ისინი გაიტანენ თავიანთ პროდუქტებს. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის სიიოლის პარამეტრით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, სწორი პოლიტიკის შედეგად, რომელიც ამ მიმართულებით ტარდებოდა. საქართველოში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას არა მცირე ბაზარზე, არამედ იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, რომელმაც შედეგად მოგვიტანა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესმენი გადის ორი დიდ ბაზარზე და ისეთ ძლიერ ბაზრებზე როგორიც არის ევროკავშირი, როგორიც არის ჩინეთი, თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები.

banner
წინა სტატიაშიელიზაბედ რუდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს
შემდეგი სტატიაანდჟეი დუდა – ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!