ბიუროს სხდომაზე დავით ბერძენიშვილსა და ეკა ბესელიას შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დეპუტატები, დავით ბერძენიშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას დაუპირისპირდნენ.

კამათის მიზეზი “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონპორექტი გახდა, რომელიც ბაღებში ბავშვთა ჯგუფების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ფორმირებას ითვალისწინებს. დავით ბერძენიშვილის თქმით, ეს ორგანული კანონია და გარკვეულ გადახედვას საჭიროებს.

“ორგანული კანონია და ამიტომ ერთმანეთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. გგვონია, რომ მშვიდი მუშაობის შესაძლებლობა შეიძლება გვქონდეს. ჩვენი ალტერნატივა, რომელიც გუშინ ვერ გავიდა სხდომაზე, არსებითი ხასიათის პრობლემას არ ქმნიდა. ამიტომ ამ საკითხს უნდა მივუბრუნდეთ. არაფერს არ ვცვლით, უბრალოდ, კანონპრტოექტის მიღებით იმ დაწესებულებებს ნუ დავხურავთ, რომელიც საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მას სხდომაზევე ეკა ბესელია გამოეხმაურა.

“ამ საკითხზე საჭიროა უფრო სიღრმისეულ შესწავლა, მარტივი საკითხი არ არის. მხოლოდ პროცედურული არ არის. ცვლილება, რომელიც მომზადდა მთლიანად ცვლის პრინციპს. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული დაწესებულების საკითხი. შემოთავაზებული ვერსია მთლიან კონცეფციას ცვლის. შეუძლებელია, ასეთი რაღაცის გაკეთება მეორე მოსმენისას მოხდეს. ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯი, მაგრამ ეს ნაბიჯი ბავშვების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ისეთი ფორუმულირება შემოგვაქვს, რომელიც ამბობს, რომ სწავლების სხვადასხვა მეთოდიკა შეიძლება არსებობდეს. შერეული მიმართულებები გვაქვს. ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პოლიტიკური ამოცანებისთვის დარტყმის ქვეშ ვაყენებთ მთლიან რეფორმას. რატომ არავინ გველაპარაკებოდა ამ თემაზე ორი წელი? ვინც ხმას არ მისცემს ამ რეფორმას, ამაზე პასუხისმგებელი იქნება. თუ პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, პასუხისმგებლობაა ის, ვინც ხმას არ აძლევს ბავშვების ინტერესებს და არა კერძო ინტერესებს. ბავშვების ინტერესებისთვის არის ეს რეფორმა და არა ბიზნესისთვის”, – განაცხადა ეკა ბსელიამ.

ეკა ბესელიას სხდომაზევე დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, კანონის ასეთი ვარიანტი დღეს ვერ გავა.

“ეს კანონი ვერ გავა დღეს. ისეთ გადაწყვეტილებას ნუ მივიღებთ, რომელიც ჩაგდებას გამოიწვევს. მოგიწოდებთ, გავითვალისწინოთ პარლამენტში თანაფარდობა და სურვილი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) დღეს რუსეთმა მწყობრში შეიყვანა რუსეთის ისტორიაში პირველი ნაციონალური კოსმოდრომი “Восточный”
შემდეგი სტატიაიაცენიუკმა ქვეყანა დატოვა