ბიულეტენებს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვერ დაითვლიან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. ზუსტად 20:00 საათზე 50-ვე საარჩევნო ოლქში უბნები დაიხურა.

ამ დროისთვის დალუქულია საარჩევნო ყუთებიც და მიმდინარეობს კომისიის იმ წევრების შერჩევა, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენებს დაითვლიან.

ხმების დათვლის პროცესში ცესკოს დადგენილებით დღეს მონაწილეობას ვერ მიიღებენ ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, ამ პარტიების წარმომადგენლების გარდა, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლის არჩევის უფლება აქვს.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურსა და მარნეულში ელექტროენერგია გამორთულია-ენმ
შემდეგი სტატია“გრძელდება ე.წ ,,კარუსელები’’ ბათუმში, რუსთავში, კრწანისის 24, 21, 9, უბნებზე”- ბოკუჩავა დარღვევებზე საუბრობს