ბიტკოინი გიორგი მღებრიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშიც აღმოჩნდა

29 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზისების მართვის მდივანს, გიორგი მღებრიშვილს კაპიტალი კრიპტოვალუტაშიც აქვს დაგროვებული. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მღებრიშვილმა 12 ბიტკოინი 2017 წელს იყიდა, როდესაც თითო ერთეულის ღირებულება 870$ იყო. ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $9 314 არის. შესაბამისად, მღებრიშვილი 111 768$ ღირებულების ბიტკოინს ფლობს.

2017 წლის დეკემბერში ამ კრიპტოვალუტის ფასმა პიკს მიაღწია და მისი ღირებულება 19 ათას დოლარზე მეტი იყო. შესაბამისად, საბჭოს მდივანს იმ დროისთვის 228 ათას დოლარზე მეტი ექნებოდა. მოგვიანებით ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი უძილაური: ტერმინი “ნამდვილებში” არ იძებნება მორალი