ბირთვული მასალის გასაღების ფაქტზე საქართველოს და სომხეთის 6 მოქალაქე დააკავეს

ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე სომხეთის 3 სამი და საქართველოს 3 მოქალქე დააკავეს. ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა.

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა ურანი 238. რადიოაქტიური გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვითწყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე.

16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიმიწისძვრის გამო იაპონიაში 250 ათასმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი
შემდეგი სტატია„წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს“