ბირთვული გამოცდის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა ახალი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას აპირებს

ბირთვული გამოცდის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა ახალი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას აპირებს. განცხადება ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. უწყების ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც გაუშვას. მორიგ ბირთვულ გამოცდას სეულმა მასშტაბური სამხედრო სწავლებებით უპასუხა.

ავიაციით და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით სამხედროები ფხენიანის ობიექტების მოდელირებულ დაბომბვას ახორციელებენ.

საკუთარი ტერიტორიისა და მოკავშირეების დასაცავად, ფხენიანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს ვაშინგტონიც.

კორეის კრიზისს დღეს საღამოს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე განიხილავს.

banner
წინა სტატიაში,,უკრაინის მთავრობამ საზღვარი გაამაგრა, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა და მავთულხლართები დაამაგრეს – ეს აჩვენებს იმას, რომ მათ ჩემი ეშინიათ”
შემდეგი სტატიაბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალ მემკვიდრეს ელოდება – ქეით მიდლტონი ფეხმძიმედაა