ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

4I0A0172

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის საპილოტე კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია. მათ გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გიორგი ლილუაშვილის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კიდევ უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას და მის წევრებს საშუალებას მისცემს უკეთ მოუარონ საერთო ქონებას. კონკურში მონაწილეობა 93-მა ამხანაგობის თავმჯდომარემ მიიღო. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში სამ სხვადასხვა კატეგორიაში 49 საუკეთესო ამხანაგობა გამოვლიდა. ღონისძიების ფარგლებში, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის თემატური სემინარი ჩაატარა. კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საბერძნეთის ეროვნული პოლიციის სამსახურის წარმომადგენელი ეწვია
შემდეგი სტატიაცესკოს შეხვედრები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან