ბინ ლადენი ამერიკელებს კაცობრიობის გადარჩენისთვის ობამას დასახმარებლად მოუწოდებდა

აშშ-ს სპეცსამსახურებმა ბინ ლადენის მიმოწერა გაასაჯაროვეს“ალ-ქაიდას” ხელმძღვანელი უსამა ბენ ლადენი ამერიკელებს მოუწოდებდა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას დახმარებოდნენ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად და კაცობრიობის გადასარჩენად – ამის შესახებ Reuters-ი წერს იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა.
წერილი “ამერიკელი ხალხისადმი” არის დაწერილი და ის ბენ ლადენის მოკვლის დროს მის სახლში ჩატარებული რეიდისას იქნა ამოღებული. წერილების ნაწილი შარშან გასაჯაროვდა.
ამერიკელი ხალხისადმი მიმართვა ბინ ლადენმა ობამას მეორე ვადით არჩევიდან მალევე დაწერა – 2009 წელს.

წერილში ის 2008 წლის ფინანსურ კრიზისსა და ერაყსა და ავღანეთში ომში ფინანსურ ლობისტებს სდებს ბრალს. ის ამერიკელებს მოუწოდებდა “თავისუფლებისათვის რევოლუცია” დაეწყოთ, რომ ობამა ლობების გავლენისგან დაეხსნათ. როგორც “პირველი ნომერი ტერორისტი” ირწმუნებოდა, ასეთი ნაბიჯი აშშ-ს იმის საშუალებას მისცემდა, რომ “მიეღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები კაცობრიობის მავნე გაზისგან დასაცავად, რომელიც მის არსებობას ემუქრება”.
მეორე წერილში, რომელიც უახლოეს ასისტენტს გაუგზავნა, ბენ ლადენმა განკარგულება გასცა მედიაში 11 სექტემბრის ტერაქტიდან 10 წლისთავის კამპანიის ორგანიზება გაეკეთებინა, სადაც ისინი პარნიკის გაზებზე ისაუბრებდნენ. როგორც “ალ-ქაიდას” ლიდერი წერდა, “ისლამთან ბრძოლის მაგივრად ღირდა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ებრძოლათ”.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს 1 საათში უყრის კენჭს
შემდეგი სტატიანატოში მიგრანტებზე ტერორისტების ზეგავლენის ზრდა კიბოს მეტასტაზებს შეადარეს