biletebi.ge ხარვეზებით მუშაობს – ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს

biletebi.ge 6 საათია ხარვეზებით მუშაობს. ბილეთების გაყიდვის პროცესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება ფეხბურთის ფედერაციაში გაკეთდა. ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე მოუწოდებს, სამართალდამცავ ორგანოებს ჩაერთონ პროცეში და დაადგინონ, ვებგვერდ biletebi.ge-ს მუშაობა ტექნიკური ხარვეზია, თუ ვინმე ვებგვერდის მუშაობის პროცესს ხელოვნურად უქმნის პრობლემას.

“ეს ხომ მხოლოდ ფედერაციის და Biletebi.ge-ს პრესტიჟი არ არის. ეს არის მთელი საქართველოს პრესტიჟი, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს თუ არის ამის აუცილებლობა იქნებ გაარკვიონ, პრობლემა ტექნიკური სახისაა თუ სცდება ამ ყველაფერს,” – აცხადებს რეზი არველაძე.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია, ამ ეტაპზე საუბარია 1300 ბილეთზე.

banner
წინა სტატიაშიეტლის მომხმარებელმა შშმ პირმა ნიუ-იორკის ბანკი გაქურდა
შემდეგი სტატიაანაკლიაში “მომავლის ბანაკი” 5 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება