ბილ კლინტონმა სათავგადასავლო რომანი გამოსცა

ბილ კლინტონმა ცნობილ მწერალ ჯეიმს პატერსონთან თანაავტორობით პოლიტიკური რომანი გამოსცა, რომლის მოვლენები ვითარდება თეთრ სახლში საკუთარი პრეზიდენტობისას. რომანს ქვია President is Missing (“პრეზიდენტი დაიკარგა”) და მისი მიხედვით უკვე იღებენ სერიალს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი მძაფრსიუჟეტიანი რომანის თანაავტორი ხდება. “ძალიან მომწონს თრილერები და მათ უზარმაზარი რაოდენობით ვკითხულობ, ახლახანს მოვრჩი ჯეისონ მეთიუსის “წითელი ბეღურა” – თქვა კლინტონმა “ბიბისისთან” ინტერვიუში. მან, ასევე თქვა, რომ პატერსონის ფანია და ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა მისი 25-ივე წიგნი ფსიქოლოგ-დეტექტივზე ალექს კროსზე.
President is Missing-ის სიუჟეტი აშშ-ზე განხორციელებული კიბერშეტევის ირგვლივ ვითარდება. ის უნდა აიცილოს გამოგონილმა პრეზიდენტმა ჯონათან ლინკოლნ დანკენმა, რომელიც უჩინარდება.
კლინტონის თქმით, წიგნში დეტალურად არის აღწერილი თეთრ სახლში ცხოვრება. “მინდა მკითხველი მიხვდეს, რომ არიან რეალური ადამიანები, რომლებიც რეალურ სამუშაოს ასრულებენ. ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ და მათი გადაწყვეტილებები ჩვენს ცხოვრებაზე მოქმედებს” – ამბობს ბილ კლინტონი რომანის გმირზე.
ბილ კლინტონმა უკვე ოთხი წიგნი გამოსცა, მათგან ერთ-ერთი “ჩემი ცხოვრება” ბესტსელერი იყო. “პრეზიდენტი დაიკარგა” კლინტონის პირველი ლიტერატურული ნამუშევარია.

banner
წინა სტატიაშიApple-მა ახალი iOS-ი წარადგინა
შემდეგი სტატიააშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ კონდიტერს ნება დართო გეი-ქორწილს არ მოემსახუროს