ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ მერე მელაპარაკეთ-ნიკა გვარამია

“ძაან შტერული ნარატივია, ჭკვიანმა ივანიშვილმა “დაპლანა” და მოიშორა არასასურველი კვირიკა.
ძვირფასებო, მაგას ივანიშვილი იზამდა “დაპლანვის” გარეშე, თითის ერთი დაწკაპუნებით ნებისმიერ დროს. ნებისმიერ, მაგრამ არა ახლა. ამ უმძიმესი კრიზისის დროს და წინასაარჩევნოდ ეს იყო სისუსტის უსერიოზულესი დემონსტრირება და მძიმე ეროზიის დასაწყისი. თან შოთაძის გაშვების ფონზე, რომლის გაშვებაც ასევე სახელისუფლებო ვერტიკალის რღვევის და შიშის ნიშანი იყო, და არა ხალხის მოთხოვნის ადეკვატური ქმედება.

მოხდა შემდეგი: ივანიშვილი ცდილობს გამოძვრეს უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც შექმნეს მისმა “ლიჩნიკებმა” შოთაძემ, წულუკიანმა და გახარიამ. ამ მიზნით და თავის გადასარჩენად ჭრის თავს ყველას და ყველაფერს, მათ შორის, ამ ვითარებასთან კავშირში არ მყოფ კვირიკაშვილს (ამიტომაცაა ახლა ოცნების ნარატივი უნისეფი და “ხალხს შია”). ამას დაემატა შარდის სკანდალი და მისი გადაფარვის საჭიროება. ხოდა მოხდა ის, რაც მოხდა. ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს-წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანმა შოთაძეს ტაში დაუკრა და ტაშფანდურით გააცილა
შემდეგი სტატია“საწოლების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ბავშვებს მორიგეობით აძინებენ” – უმძიმესი პირობები ფოთის N5 საბავშო ბაღში