ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვნეს – მისი წარმომავლობა უცნობია

ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძვალია ნაპოვნი. ამის შესახებ კუჭავას ქვრივმა განაცხადა, თუმცა მისი წარმომავლობა უცნობია.

დეტალებს არ აკონკრეტებენ სამართალდამცველები, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილიდან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებებები ამოიღეს, რომელიც უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

კუჭავას ავტოფარეხში დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ავტოფარეხში სპეციალურმა მოწყობილობამ გეო-რადარმა, დააფიქსირა ანომალიური ნივთის არსებობა ბეტონის საფარის ქვეშ.

არის თუ არა კავშირში ეს ნივთმტკიცება ქირია-კუჭავას საქმესთან, ამ დროისთვის გამოძიება არ აკონკრეტებს.

banner
წინა სტატიაშისაპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაასრულა
შემდეგი სტატია“თავისუფლების მოედანზე” 5 ახალგაზრდა დააკავეს