ბიძინა ივანიშვილს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება

bidzina ivanishviliiiბიძინა ივანიშვილს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საფრანგეთში მილიარდერი ივანიშვილის ყოფილი მეუღლე დაადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან განქორწინების დოკუმენტზე ხელი მას არ მოუწერია.

“რუსთავი 2”-ის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ინგა პავლოვას ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში ბევრი უზუსტობაა. პირველი და მთავარი არის ის, რომ პავლოვამ არ იცოდა, რომ ივანიშვილი მას გასცილდა, მეორე – ის არ ყოფილა სასამართლოში და არ დათანხმებია განქორწინებას და მესამე, მას არ მოუწერია ხელი დოკუმენტებზე, მაშინ, როდესაც პარიზის სასამართლოში ინახება დოკუმენტი მისი ხელმოწერით.

პავლოვას ადვოკატის მტკიცებით, პავლოვას ხელმოწერა დოკუმენტებზე არ არის და ამის დადასტურებას ისინი ხელმოწერის შემოწმებით შეეცდებიან. ასევე ინგა პავლოვა არ იცნობს იმ პირს, რომელიც თითქოს განქორწინების დროს მის ინტერესებს იცავდა.

“განსხვავებული აქცენტების” ინფორმაციით, ცნობილია ისიც, რომ 1994 წელს სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია არასწორია. საუბარია მისამართზე, სადაც თითქოს ივანიშვილის მეუღლე ცხოვრობდა. პავლოვას ადვოკატი დღეს ამტკიცებს, რომ პავლოვას არასდროს უცხოვრია ამ მისამართზე. ადვოკატი ამბობს, რომ ეს დოკუმენტურადაც დასტურდება.

“გამოდის, რომ მოატყუეს ინგა პავლოვა და გამოიყენეს. ასევე მოატყუეს მოსამართლე. სასამართლოში მათ ალბათ, სხვა ადამიანი მიიყვანეს”, – აცხადებს ინგა პავლოვას ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა მაგალითი მისცა ჩინეთს, როგორ მოიქცეს ციმბირთან
შემდეგი სტატიაბრიუსელის ცენტრში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო…