“ბიძინა ივანიშვილმა, როგორც იარაღით უკანონო მოვაჭრემ, კანონი დაარღვია,”- კონგრესმენი სტივ რასელი

ამერიკის კონგრესის დღევანდელ სესიაზე კონგრესმენმა ოკლაჰომას შტატიდან, სტივ რასელმა,საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ქვეყნის თავისუფლება საფრთხის წინაშე დგას.

კონგრესმენმა ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდა, დაეხმაროს საარჩევნო პროცესის მონიტორინგში. რასელმა ამერიკის ფინანსთა სამინისტროს და დასავლეთის ბანკებს კი მოუწოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები გაყინონ.

„მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს აღადგინონ წარმომადგენლობითი წევრობა, რომ შეეწინააღმდეგონ პირად მოსყიდვებს მოსკოვისა და მისი მარიონეტის ბიძინა ივანიშვილის მიერ.

მოვუწოდებთ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს და დასავლეთის ბანკებს, გაუყინონ აქტივები ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც როგორც იარაღით უკანონო მოვაჭრემ, კანონი დაარღვია. მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღება მიაქციონ საქართველოს ოფიციალურ პირებს და ბიზნეს ლიდერებს, რომლებიც გამოიკვეთებიან თავისუფალი არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობაში, შეუჩერონ მათ ვიზების მოქმედება და გაუყინონ აქტივები.

ასევე მოვუწოდებთ დასავლელ ჟურნალისტებს ჩვენს თავისუფალ მედიაში, მისცენ ქართველ ხალხს შანსი, გაახმოვანონ მათი ამბავი, გააშუქონ და გამოიძიონ ბოლო თვეების მოვლენები, რომლებიც შესაძლოა, საქართველოსთვის თავისუფლების უკანასკნელი თვეები აღმოჩნდეს,“- განაცხადა რასელმა.

https://youtu.be/skmAN6cr7Ok

banner
წინა სტატიაში“პირდაპირ ეთერში რომ არ ვიყო, ვიტყოდი ვის აქვს გაყინული” – ზურაბ ტყემალაძე
შემდეგი სტატია“4 წლის განმავლობაში ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელს უწყობდა პრორუსული ძალების გაძლიერებას”, – ლევან თარხნიშვილი