ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა ევროპარლამენტის სოციალისტური და სოციალ-დემოკრატთაპროგრესული ალიანსის ხელმძღვანელები

natelashviliსაქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოისყიდა ევროპარლამენტის სოციალისტური და სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის ხელმძღვანელები წინსაარჩევნოდ სახელისუფლო კანდიდატების მხარდასაჭერად, რაც არის ყოვლად დაუშვებელი.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ევროპარლამენტის სოციალისტების და დემოკრატების იდეოლოგია ქართული ოცნების იდეოლოგიას არ ემთხვევა, ამიტომ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი კნუტ ფლეკენშტეინი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, არ უნდა უჭერდეს მხარს ამ პოლიტიკურ პარტიას და არ უნდა დაყვებოდეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე.
“ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა ევროპარლამენტის სოციალისტური და სოციალ-დემოკრატთაპროგრესული ალიანსის ხელმძღვანელები, რომლებიც დღეს აქ არიან ჩამოსულები და ეხმარებიან მათ უმსგავსო კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ევროპის სახელით. ამ ბატონებმა ხელი აიღონ თავიანთი იდეების გაყიდვაზე, ნუ ერევიან ჩვენს შინაურ საქმეებში და წაბრძანდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბომბის არსებობის საფრთხის გამო ფრანკფურტის აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიასპეცრაზმმა ჩხოროწყუში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის სახლი გაჩხრიკა