ბიძინა ივანიშვილმა დღეს ოფიციალურად გაყიდა აფხაზეთი

რვაწლიანი განხილვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ რესპუბლიკური და მუნიციპალური პრივატიზაციის შესახებ“.

afxazetis omi„ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზებისთვის გაკეთებული შეთავაზება, მინიმუმ, იდიოტიზმია, მაქსიმუმ კი, ღალატი, ან ორივე ერთად,“ – აცხადებს ჩეხეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გიორგი ალანია.
მისივე თქმით, „ვიდრე აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არ დაბრუნდება, ყოველგვარი ბიზნესაქტიურობა რეგიონში ღალატის ტოლფასია.“
„ვაპროტესტებთ, როცა უცხოური ბიზნესმენები აფხაზეთში ბიზნეს აწარმოებენ ან გეგმავენ და ბიძინა, რა,წითელი კვერცხია? საქართველო ყველანაერად უნდა ეწინააღმდეგებოდეს ყველა ტიპის ბიზნესაქტიურობას აფხაზეთში მანამ, სანამ არ აღდგება საქართველოს იურისდიქცია რეგიონში, ამ დროს კი, ბიძინა ივანიშვილი სტიმულს აძლევს უცხოურ ბიზნესმენებს, განსაკუთრებით, რუსებს, რომ აფხაზეთში ინვესტიცია ჩადონ“, – აცხადებს გიორგი ალანია.
შეგახსენებთ: ფონდი „ქართუ“ განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენებას იწყებს. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, რუსთავში, მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. მისი თქმით ის აფხაზებს საქმიან წინადადებას სთავაზობს და მზადაა, ისეთივე ბაღი და მაღალი კლასის სასტუმრო გამყოფი ხაზის იქითაც ააშენოს:
„თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით განმუხურში დაიწყება მშენებლობა, გამყოფ ხაზთან ყველაზე მაღალი კლასის სასტუმრო, სასტუმროს უკან კი აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი. ჩვენ აფხაზებს საქმიან წინადადებას ვთავაზობთ, გამყოფი ხაზის იქითაც ავაშენებდი მაღალი კლასის სასტუმროს, თუ მათი კეთილი ნება იქნება ჩვენი ძმების და გავაგრძელებდით ბოტანიკურ ბაღსაც. სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება ადგილობრივი ინფრასტრუქტურასდა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას მოხმარდება. ამით მინდოდა წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სხვათა შორის, ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ყოფილმა პრემიერმა აფხაზებს საქმიანი წინადადება 26 სექტემებრს, ანუ სოხუმის დაცემის წინა დღეს შესთავზა. ყოველ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკაში უბრალოდ დამთხვევები არ ხდება, შემთხვევითობა, ალბათ, არც ეს განცხადება უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაში(video) ალეპო რუსული ავიაციის ბომბებქვეშ…
შემდეგი სტატია„ჩემი ცოლის დაქალები“ მცხეთურად