ბიძინა ივანიშვილის სამმა ურთმელიძე ინკვიზიტორმა სამართალი თავზე დაგვახია – ირაკლი ღლონტი

r2„რეფორმატორების“ თავმჯდომარე კოლეგებს მიმართავს და მათთან ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის დასაცავად კონსულტაციებს იწყებს. ირაკლი ღლონტი მიიჩნევს, რომ დროა პოლიტიკოსები ინტერვიუებისა და კომენტარების რეჟიმიდან გამოვიდნენ და ხალხთან ერთად ქვეყნის თავისუფლებისა და მედიის გადასარჩენად ბრძოლა დაიწყონ.
„დღეს ბიძინა ივანიშვილის სამმა ურთმელიძე ინკვიზიტორმა სამართალი თავზე დაგვახია. მივმართავ ჩემს კოლეგებს, ნუ დავრჩებით კომენტარებისა და ინტერვიუების პოლიტიკის რეჟიმში და დავიწყოთ კონსულტაციები. ნუ დავრჩებით სახლში, როცა კანონი არ კანონობს ხალხის ვალდებულებაა აჯანყდეს, ამიტომ თუ საჭიროა ავჯანყდეთ, ეს ჩვენს ქვეყანას ჭირდება. დავიწყოთ კონსულტაციები და ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და მედიის გადასარჩენად.“ – აცხადებს ირაკლი ღლონტი.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: სასამართლო არის დამოუკიდებელი და არანაირი შეტევა არ ხდება თავისუფალ მედიაზე