ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 6, 2015 23:28

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს

მნიშვნელოვანი

  • ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს

სხვა სტატიები

პარიზის პროკურატურაში ივანიშვილის მეუღლემ, ინგა პავლოვამ განცხადება შეიტანაბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა მისი განქორწინების დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ ის ქმარს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე გაშორდა, მისი სჯეროდა და შესაბამისად განქორწინების დოკუმენტების წარდგენა არ მოუთხოვია.

„მან მითხრა რომ განქორწინებულები ვიყავით და მე მისი 100%-ით მჯეროდა. რადგან მითხრა ე.ი. გაყრილები ვიყავით. ჩვენ არ დაგვიდია საქორწინო კონტრაქტი და მე არ გამიწევია მისთვის წინააღმდეგობა განქორწინებასთან დაკავშირებით. რდგან მას სურდა განქორწინება, მეც დავთანხმდი. მაგრამ მე არავინ დამიძახა სასამართლოში, არანაირი დოკუმენტი არ მოუციათ ხელმოსაწერად. როდესაც ვკითხე როდის გაფორმდებოდა გაყრა მან მიპასუხა-“შენ ჩემთან განქორწინებული ხარ.” შემდეგ ის მოსკოვში გაემგზავრა. მას შემდეგ 6 წელი ველოდე. არც დოკუმენტები გამოუგზავნიათ და არც არაფერი. გადავწყვიტე ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა. შემდეგ უკვე youtube-ში განთავსებული ვიდეოთი ვიგებ მისი ორცოლიანობის შესახებ,“-აცხადებს ინგა პავლოვა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს, სადაც იხსენებს როგორ ცდილობდა საქართველოს ექსპრემიერთან დაკავშირებას მისი ხლეისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რა პასუხი გასცა მას ყოფილმა ქმარმა სატელეფონო საუბრისას.

„როდესაც მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა 2011 წელს, მაშინ მოვკარი თვალი ტელევიზორში. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო. ბორისი ძალიან ჩკეტილი პიროვნება იყო, არ უყვარდა არც ინტერვიუები და არც რაიმე სხვა მსგავსი აქტივობა. არ უყვარდა ოფიციალური გამოსვლები, ყველაფერი არაოფიციალური ერჩივნა და აი უცებ, ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ის პოლიტიკაში აპირებდა წასვლას, დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის.

“როდესაც მოიგო არჩევნები და გახდა პრემიერმინისტრი, ვიფიქრე მივულოცავთქო, თან ვკითხავ მართალია თუ არა, რომ უკვე ჰყავდა ცოლი როცა ჩემზე იქორწინა, მართალი გითხრათ არ მჯეროდა, რომ მართლა ჰყავდა ცოლი. ვცადე მასთან დაკავშირება მისი თანაშემწის, კახი კალაძის მეშვეობით. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ტელეფონის ნომრის გასაგებად. დიდი ხანი ვრეკავდი, ბოლოს როგორც იქნა თავად პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დამალაპარაკეს და მან მითხრა, რომ შემდეგ კვირას გადმორეკავდა. როდესაც ერთი კვირის შემდეგ დავურეკე მან არ მოისურვა ჩემთან საუბარი. ეს ძალიან მეწყინა. მივხვდი, რომ ის არ იყო პატიოსანი დამიანი,“-აცხადებს ინგა პავლოვა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 6, 2015 23:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics