“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანია კერძოდ, გიგი უგულავას და “რუსთავი 2″-ის საქმეების გაჭიანურება”

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სათათბიროდაა გასული. მოსამართლეებს ჯერ არ გამოუტანიათ გადაწყვეტილება იმის შესახებ, გადაიდება თუ არა გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის დღეს განხილვა.

მოსამართლეების ინიციატივა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, მიუღებელია როგორც ე.წ. კაბელების საქმეში მსჯავრდებულების, ისე გიგი უგულავას ადვოკატებისთვის.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების დღევანდელი შუამდგომლობა უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლას. ადვოკატების თქმით, იმ შემთხვევაში თუ დღევანდელი სხდომა გადაიდო, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შეჩერებას ხელს შეუწყობს.

“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანია, გახმაურებული საქმეების – კერძოდ, გიგი უგულავას და “რუსთავი 2”-ის საქმეების გაჭიანურება. ხელისუფლების ამ მიზანს უშუალოდ დაემთხვა დღეს 4 მოსამართლის შუამდგომლობა, რომ პრაქტიკულად საქართველოს პროკურატურას გადაეცეს უფლება, თუ როდის გაიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები. ეს არის კიდევ ერთი მინიშნება და დადასტურება, იმ ეჭვის, რომ სასამართლოს შემადგენლობაზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ მოხდეს გიგი უგულავას და “რუსთავი 2”-ის საქმეების გაჭიანურება,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

სხდომის გადადების ინიციატივა მოსამართლეთა ნაწილმა დააყენა. მიზეზი გიორგი პაპუაშვილის სკანდალური განცხადებები გახდა, მოსამარეთლეებზე ზეწოლის შესახებ. მათ განმარტეს, რომ ვიდრე აღნიშნული საქმე გამოკვლეული არ იქნება, მუდმივად იქნება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

banner
წინა სტატიაშიე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებით უახლოს მომავალში ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ