“ბიძინა ივანიშვილის და მისი მარიონეტების ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის ზიანის მომტანი”

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის შედეგებს უკვე მოყვა გამოხმაურებები ოპოზიციის მხრიდან.

NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ შედეგებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის პოზიცია უკვე ცნობილია. მათთვის გაუგებარია ის თვითკმაყოფილება, რომელიც მათი თქმით, ხელისუფლებას აქვს.

“ბიძინა ივანიშვილის და მისი მარიონეტების ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის კუთხით, აღარ იქმნება სამუშაო ადგილები, აღარ შემოდის ინვესტიციები. ამ ყველაფერს ხალხი ძალიან კარგად გრძნობს და აქედან გამომდინარე, სწორედ კვლევები აჩვენებს, რომ ისინი ამბობენ, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით,” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობაში ასევე ყურადღებას ამახვილებენ ადამიანთა იმ რიცხვის ზრდაზე, რომელიც ყოველი კვლევის შემდეგ უკმაყოფილოა ხელისუფლების საქმიანობით.

ქვეყანაში მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო უარესდება, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უფრო რთულია, ქვეყანა მიდის გაღარიბებისკენ და ამ ფონზე ქართულ ოცნებას არ აქვს არავითარი გეგმა, ხედვა, სრული თვითკმაყოფილებაა ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას სახელმწიფოში. ერთადერთი გამოსავალი – ქვეყანა გაჯანსაღდეს და წავიდეს წინ – ეს არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დატოვოს ხელისუფლება. ყველა კვლევა, საზოგადოებრივი განწყობები და ამას ხალხი ხედავს, სწორედ ამას ადასტურებს,” – განმარტავს აკაკი მინაშვილი.

სერგო რატიანის შეფასებით, ამჯერადაც გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ყოველ კვლევაში ჩანს, რომ ამ ადამიანთა რიცხვი იზრდება.

“გაცილებით უფრო პრობლემატურად მეჩვენება ასვე, რომ იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ პირადად მათი მდგომარეობა გაუარესდა, ეს იმ ფონზე, როდესაც არ ჩანს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის არანაირი გეგმა, მთავრობა ამაზე არ ფიქრობს, პირიქით, ის ასხივებს მის თვითკმაყოფილებას, სრულიად არ შეესაბამება მოცემულ ვითარებას ად ამ კვლევებშიც სრულიად ნათლად ჩანს,” – აღნიშნა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში,ვისურვებდი, როცა არასამთავრობოები ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, თვითონ შემოგვთავაზონ თავისი ვარიანტი”
შემდეგი სტატიარუსეთის ავიაციას სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ