ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, 7-8 წელიწადში რეალურია ეკონომიკის გაორმაგება, თუ რამე კატაკლიზმა არ მოხდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გეგმა, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე დაიწერა, მაქსიმალურად სრულდება. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რაჭაში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“განაცხადა, ევროპასა და ამერიკაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოში მცირე ტემპებით ეკონომიკის ზრდა პროგრესია, თუმცა მომხიბლავი არ არის.
“ეკონომიკის მხრივ ზრდის ტემპები, როგორიც იყო, არ არის მომხიბლავი. 3-4, თუნდაც 5 პროცენტიანი ზრდა არაა საკმარისი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონალური კრიზისია ევროპაშიც, ამერიკაშიც არ არის ეკონომიკის აღზევების პერიოდი. ძირშია დღეს ევროპა, ჩვენი რეგიონი. საქართველო საოცრებას ვერ მოახდენს თუ რეგიონში, სავაჭრო პარტნიორებში მძიმე პირობებია. მიუხედავად რთული რეგიონალური კრიზისისა, საქართველო ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა რეგიონში, რომელიც არასდროს არ ყოფილა. როცა ეკონომიკა იზრდება, ყველგან, ყველაზე მაჩანჩალა ქვეყანაშიც იზრდება. უახლოეს ხანში რეგიონალური კრიზისი უნდა დასრულდეს. ახალი გუნდის მოსვლის შემდგომ სტანდარტი რაც დავნერგეთ, რაც ჭირდება ბიზნესის განვითარებას – მთავრობა ჯიბეში არ უნდა უძვრებოდეს ბიზნესს, შერჩევითი დახმარება ბიზნესზე არ უნდა იყოს – ეს ყველაფერი დაცულია, რის ხარჯზეც განვითარდა ევროპის ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული ინსტიტუტები. დიდი მზაობაა, რომ რეგიონში სიტუაციის შეცვლის შემდეგ საქართველოში სწრაფი ეკონომიკის ზრდა წავა. 7-8 წელიწადში ჩემი აზრით, ეკონომიკის გაორმაგება არის რეალისტური, თუ რაიმე კატაკლიზმა არ მოხდა“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი მოსახლეობას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
შემდეგი სტატია“ეგეთი რუსთავი 2 და ეგეთი გვარამია არის აუცილებელი საზოგადოების განვითარებისთვის” – ივანიშვილი გვარამია პასუხობს