ბიძინა ივანიშვილი : ვინ იყო და რა იყო ვანო მერაბიშვილი, ყველამ იცის

ვინ იყო და რა იყო ვანო მერაბიშვილი, ყველამ იცის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოს განაცხადა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის უკანონო პოლიტპატიმრად მოხსენიება სირცხვილია.

”ერთი რამ ნუ დაგვავიწყდება, სტრასბურგის სასამართლოს უდიდესი პატივის ვცემით. ხელისუფლებაც ყურადღებით მოეკიდება ყველა მინიშნებას, მაგრამ საქართველოში ხომ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა? ყველაზე კარგად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, ვინ იყო მერაბიშვილი და რა იყო. ძალიან უცნაური იქნება და ცუდ დღეში ჩაიგდებენ თავს, თუ იქ ”ნაციონალებმა” მოახერხეს კიდევ რაღაც სიცრუის ტირაჟირება, ამას შესატყვისი პასუხი გაეცემა. ყველამ იცის, ვინ იყო და რა იყო მერაბისვილი.”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრესკონფერენციის შემდეგაც. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დამახინჯებულად ითქვა და ვანო მერაბიშვილისთვის პოლიტიკური პატიმარი სტრასბურგის სასამართლოს არ უწოდებია.

„რუსთავი 2“-ს კი უნდა, რომ ასე უწოდონ, მაგრამ არ უწოდებენ. გავეცნობი გადაწყვეტილებას და უფრო მოგვიანებით გავაკეთებ ამაზე რეაქციას”,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის კანონიერი და დასაბუთებული
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს