ბიძინა ივანიშვილი: ვალერი გელაშვილის სახე, კადრები გინახავთ, რა ჰქვია ამას? რა ხელისუფლება ჰქვია ამას?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი წინა ხელისუფლების დროს სასტიკად სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და შემთხვევით გადარჩა.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კახეთში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” განაცხადა, ამის მიზეზი იყო ის, რომ ბიზნესმენს კუთვნის ფულს არ უხდიდნენ.

“გელაშვილის სახე, კადრები გინახავთ, რა ჰქვია ამას? რა ხელისუფლება ჰქვია ამას? რისთვის სცემეს? ოფისი წაართვეს, არ უხდიდნენ ფულს. ისე სცემეს სიკვდილამდე მიიყვანეს, შემთხვევით გადარჩა. გელაშვილის სასამართლო იყო დღეს, თითქოს არაფერი არ მომხდარა. გელაშვილის მსგავსი ფაქტის შემდეგ კრიმინალები საოზოგადოებას პირდებიან დეკრიმინალიზაციას. ისინი ამ კრიმინალს მოიტანენ უკან. რის დეკრიმინალიზაცია თავშივე ცრუობს მელიაც და ხოშტარიაც. როგორ არ რცხვენიათ? რომელი ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი? კრიმინალურ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. გელაშვილის მაგალითი იდეალურია. ალბათ იტყვიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც ალბათ “ნაციონალების” წევრები არიან, როგორ გაბედეს და გამოაცხადეს განაჩენი, როდესაც ვალერი გელაშვილი ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს იყრის“,- განაცხადა ივანიშვილმა შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს დღევანდელი განაჩენით გელაშვილის საქმეში ბრალდებულს ვანო მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, ხოლო ერეკლე კოდიას და გია სირაძეს 9-9 წელი მიესაჯათ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გაეროში გაჟღერებულ ინფორმაციასთან აბსოლუტურად აცდენილია
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: უფსკრულს მივექანებოდით, პატრიარქს მაინც დაუჯერეთ, ჩემი თუ არ გჯერათ