ბიძინა ივანიშვილი “სოტბის” აუქციონზე შეძენილ ფიროსმანის ნახატს ხელოვნების მუზეუმს გადასცემს

ქრონიკა+. ის არის მარჩიელის როლშიც - წინასწარ იტყვის იმას, რაც სურს ნაციონალურ მოძრაობას

ბიძინა ივანიშვილი ფიროსმანის ტილოს „შველი წყლის პირას“ ხელოვნების მუზეუმს გადასცემს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ტილო ლონდონში „სოტბის“ აუქციონზე 7 ივნისს შეიძინა. ნახატი 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. საწყისი ფასი კი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს “კრისტის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით” 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს უკვე გადასცა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს სიცრუისგან თავის შეკავებას ურჩევს
შემდეგი სტატია“თუ “ქართული ოცნება” 80 ადამიანზე ნაკლებს შეიყვანს პარლამენტში, ბევრ პრობლემას მივიღებთ”